მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა – ამჯერად საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, პროცესი ისევ გადაიდო. მოსამართლემ პენიტენციური სამსახურისა და კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი წერილები წაიკითხა, რომლის მიხედვით, სააკაშვილი მკურნალობის გამო, საკუთარ სასამართლო სხდომებს ვერ ესწრება. პროცესი 12 იანვრამდე გადაიდო.