მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო გადაიდო. საუბარია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე. მიზეზი თემურ ჯანაშიას კოვიდინფიცირება გახდა. დღევანდელ სხდომაზე უნდა დაეკითხათ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე, მისი გამოკითხვა მომდევნო პროცესზე მოხდება, ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნის. სხდომა 9 თებერვალს გაგრძელდება.