საბავშვო ევროვიზია 2019

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი გახდა. კონკურსანტმა 278 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე ყაზახეთის, ხოლო მესამე ადგილზე ესპანეთის წარმომადგენელი გავიდა.

საქართველო გიორგი როსტიაშვილმა წარადგინა, მან 69 ქულა მიიღო და მე-14 ადგილზე გავიდა. გიორგი როსტიაშვილმა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა შეასრულა.

ევროვიზია