საარჩევნო დავების განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების, „ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გაერთიანებული სარჩელის განხილვის სხდომა ერთი საათით „ლელოს“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მხარეებს შესარგებელი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაეცათ, რის გამოც დოკუმენტების გასაცნობად დრო მოითხოვა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კი განაცხადა, რომ შესაგებელს ახლავს ცესკო-ში გამართული პროცესის ვიდეო, წარმოებაში არსებული მასალები და სხდომის ოქმი. ოპოზიციური პარტიებისა და საია-ს წარმომადგენელმა სხდომაზე კიდევ ერთი შუამდგომლობა სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით დააყენეს, რაც მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ დააკმაყოფილა. თამარ კორძაიას განცხადებით, მოსამართლეს ასევე მიმართავენ 56 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობით.