სააპელაციო სასამართლომ ეკა მიშველაძის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმის განხილვა დაასრულა

18:15, 03.05.2018

სააპელაციო სასამართლომ ეკა მიშველაძის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმის განხილვა დაასრულა.

ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სამსახურიდან ეკა მიშველაძის გათავისუფლება არ ითვლება დისკრიმინაციად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ეკა მიშველაძის კონტრაქტის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაუხადოს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.

საკითხზე დავის გაგრძელებას მაუწყებელი უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

 

მსგავსი