საახალწლო სამზადისი ასპინძაში

15:16, 31.12.2022

ასპინძის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყო. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საშობაო ბაზრობა და მოწყობილია საბავშვო სივრცეები. ღონისძიებაზე მისული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და თოვლის ბაბუა ზრუნავენ. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ჰერიო“ და ჯგუფი „ბანდეროლი“ წარდგებიან.

 

მსგავსი