საახალწლო სამზადისი ცაგერში

ცაგერში წინასაახალწლო სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები. საკონცერტო სცენას დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლები დაიკავებენ, საღამოს კი მოქალაქეების განწყობაზე ჯგუფი „გორდელა“ და ლინდა ადამია იზრუნებენ.