საახალწლო სამზადისი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის თაიმს სქუერზე ახალი წლის აღსანიშნად ემზადებიან – ტრადიციულად, ნიუ-იორკის ცენტრში ახალი წლის დადგომისას ბროლის ბურთი დაეშვება. ეს ცერემონია ნიუ-იორკში 1907 წლიდან ტარდება და მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ჩვეულებრივ ახალი წლის ღამით თაიმს სქუერზე ერთ მილიონამდე ადამიანი იკრიბება, კიდევ უფრო მეტი კი ცერემონიის ტრანსლაციას ეკრანებიდან ადევნებს თვალს.