საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დღეს საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში ჩატარდება. მოწყობილია საშობაო ბაზრობები,  საბავშვო გასართობი სივრცეები. ახალ წელს ზუგდიდში გალაკონცერტით შეხვდებიან. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საახალწლო ღონისძიებები ბორჯომში, სადაც ასევე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები, სანტას კუთხე, სადაც ბავშვები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებსა და მიიღებენ საჩუქრებს. გაიმართება გალაკონცერტიც.

ასევე, დღეს ტარდება ღონისძიება ცაგერში. ქალაქის ცენტრში განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და სცენა. ცაგერში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. საღამოს კი ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდება.