საახალწლო კონცერტი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ბათუმში, ევროპის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე „რანინა“ და ზვიად ბოლქვაძე წარდგნენ. ადგილზე წარმოდგენილია სამეწარმეო, გასტრონომიული და სანტას კუთხეები, იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები და კონცერტები.