7 ნოემბრის აქციის და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე დღეს გოგა ხაინდრავა დაიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა აქციაზე. მისი თქმით, რეზინის ტყვიებით და ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს და ჩაკეტილი იყო სპეცრაზმის მიერ ყველა გასასვლელი.
ხაინდრავამ 4 ნოემბრის თათბირზე ისაუბრა, სადაც მაშინდელი მაღალჩინოსნების მიერ აქციის დარბევა დაიგეგმა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარესა და ხაინდრავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.