საქართველოში დღეს მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციები იმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას დედაქალაქში, ასევე აქციები დაგეგმილია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისადმი სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ლოკაციაა მთავრობის ადმინისტრაციასთან – ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.