„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ „ვივამედთან“ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოქმედებათა უკან რუსეთი დგას და „ქართული ოცნება“ კი რუსეთის ინტერესებს ატარებს. ჯაფარიძის თქმით, 2 აგვისტოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსამართლემ, სრულიად დაუსაბუთებლად და სრულიად უკანონოდ, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, რაც მისი თქმით, არაერთ კითხვას აჩენს.
ჯაფარიძე სააკაშვილისთვის პალატის შეცვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მიხეილ სააკაშვილისთვის პალატის შეცვლის საკითხს დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.