უკრაინა ხერსონზე კონტროლს იბრუნებს.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი ოპერაცია წარმატებით სრულდება. რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ტოვებენ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო გზასაც კარგავს. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ქალაქ ხერსონიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა ხერსონის რეგიონში უკრაინის ჯარების სერიოზული წინსვლა და მოწინააღმდეგის უკან დახევა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ახლა ყველა დიდი ოცეულის სამიტს ელოდება, რომელსაც დიდი ალბათობით ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად კი ინდონეზიაში სერგეი ლავროვი აპირებს ჩასვლას.