რუსთავში „ოქსიგენ-ფესტი – 2026“ გაიხსნება
დღეს საღამოს რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში, „ოქსიგენ-ფესტი – 2026“ გაიხსნება. „ხმაური სიხარულისთვის“- ამ მოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის პირველი მუსიკალური საღამო კი ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს დაეთმობათ.
12 ივნისს ოქსიგენის სცენას ჯგუფი „რეგიონი“, „შერეკილები“, „ჯეობით პროდაქშენი“, „პაპანუსი“ და „ალუზია“ დაიკავებენ. ორდღიან მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
„ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები „ოქსიგენის“ შემოქმედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან.