რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა.
დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.