რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დილიდან აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე სცენას ამონტაჟებენ, რასაც სამართალდამცველებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქცია საპყრობილესთან შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულების მთავარმა ექიმმა მოინახულა.
რუსუდან ლოლაძე ჩაგვერთვება რუსთავიდან პირდაპირ ეთერში.