„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის 30-30% პროცენტის დაბრუნებას სთხოვენ. მათ სხდომაზე დეტალურად გაიხსენეს, თუ როგორ მოხდა წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანიის წილების იძულებით დათმობა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე სარჩელს არ დააკმაყოფილებს. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ იძულებით წართმეული ქონება ისევ კანონიერ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.