რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა
რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა ქართულად მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა საქართველოს დაეხმარება.
მიმართვის ბოლოს, ზელენსკიმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც დაუჭირა მხარი. „ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ. ჩვენ თქვენთან ვიქნებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.