რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს მასპინძლობს 

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზი რიგით მე-16 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს მასპინძლობს. კონცერტების სერიას გამოჩენილი ქართველი პიანისტი, ალექსანდრე კორსანტია გახსნის მუსიკოს კოლეგებთან – თეიმურაზ ჯაიანთან და ალექსანდრე ჩიჯავაძესთან ერთად. განსაკუთრებულად საინტერესოა ის, რომ ისინი გენიალური მუსიკოსის – გია ყანჩელის ჯერ არ გაჟღერებულ საფორტეპიანო ტრიო „მიდელჰაიმს“ შეასრულებენ.

ახალი დღე