გაძლიერებული შეტევითი ოპერაციები და საომარი მოქმედებების მეორე ფაზა.
ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით გადამწყვეტ შეტევებზე გადავიდა. ზელენსკი რუსეთის მხრიდან დონბასისთვის ბრძოლას დაწყებულად აცხადებს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მარიუპოლის აღებაა. შეტევა ძლიერდება ზაპოროჟიეზე. იბომბება ხარკოვიც. მტრის შეცვლილი ტაქტიკის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ნაწილში აქტიურ თავდასხმებს ელოდება და რუსეთს მოსალოდნელ დანაკარგებზე აფრთხილებს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ონლაინ-შეხვედრა, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა და რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს.