საომარი მოქმედებების ეპიცენტრი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებია, რომელთა სრული კონტროლის ქვეშ მოქცევა მტრის მთავარი ამოცანაა.
არაერთი ულტიმატუმის მიუხედავად, არ ნებდება ალყაში მოქცეული მარიუპოლი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთხელ დაიბომბა „აზოვსტალის“ ქარხანა, რომელსაც, როგორც გამაგრებულ ადგილს, მარიუპოლში ჩარჩენილი 1 000-მდე მოქალაქე, მათ შორის ბავშვებიც, აფარებს თავს. მოქალაქეები ნანგრევებშია არიან მოყოლილები. დანებების ულტიმატუმი მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ მყოფ მებრძოლებს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღესაც წაუყენეს და კონკრეტული ვადაც მისცეს, რომლის ამოწურვის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევები გაააქტიურეს.
დონეცკი, ლუგანსკი, ხარკოვი – უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგე უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სწორედ ამ სამ რეგიონში ცდილობს.