რუსეთის სარაკეტო იერიში კრამატორსკის სადგურზე

რუსეთის კიდევ ერთი ავიაიერიშის მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეები.

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგური, საიდანაც ათასობით მოქალაქე ევაკუაციას ცდილობდა, სარაკეტო დარტმის სამიზნე გახდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. დონეცკის და ლუგანსკის ოლქის დასახლებები ინტენსიურად იბომბება, ქვეყნის ჩრდილოეთიდან გაყვანილი სამხედრო ძალების გადაჯგუფება და მობილიზება ახლა სწორედ დონბასის მიმართულებით ხდება. ევროკავშირის სანქციების რიგით მეხუთე პაკეტი უკრაინის პრეზიდენტისთვის არასაკმარისია. ნავთობზე სრული ემბარგო სასანქციო ზომებში გათვალისწინებული არ არის, რის გამოც ზელენსკი ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებს. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის ობიექტი გერმანიაა. მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში ევროკავშირის ლიდერები იმყოფებიან. ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განადგურებულ ბუჩაში ჩავიდნენ.