უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ისევ სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა სევასტოპოლზე. როგორც მედია იტყობინება, იერიშების გამო ჩაიკეტა ყურე. გავრცელებული, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, განადგურებულია რუსეთის შავის ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი. ამასთან, ოკუპანტებმა კვლავ განახორციელეს იერიში ზაპოროჟიეში რამდენიმე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია შესაძლოა ნოემბრის ბოლოს დასრულდეს.