რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

სევეროდონეცკის აღების შემდეგ შეტევის მთავარი სამიზნე ქალაქი ლისიჩანსკი ხდება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ექცევა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკიც. რუსეთისგან სარაკეტო დარტყმები ბოლო დღეებში ინტენსიური გახდა. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრურა, არის მსხვერპლი. მსოფლიო ლიდერების მხრიდან ომის დანაშაულად ფასდება ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი საჰაერო თავდასხმა, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება – კიევი მძლავრ ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას მოითხოვს. მოსკოვის მიმართ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერების მწვავე განცხადებების და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის დაპირების ფონზე მუქარის შემცველი გზავნილები ისმის რუსეთის ხელისუფლებისგან.