გადამწყვეტი ბრძოლა კიდევ ერთი უკრაინული ქალაქისთვის.
რუსეთის საოკუპაციო ძალები სევეროდონეცკზე შეტევას კიდევ უფრო აძლიერებენ. ავიაიერიშების ქვეშაა ლუგანსკის ოლქის კიდევ ერთი ქალაქი, ლისიჩანსკიც. საომარი მოქმედებების პარალელურად ყოველდღიურად მწვავდება უკრაინული პორტების ბლოკადის გამო შექმნილ გლობალური სასურსათო კრიზისი. კიევი დასავლეთთან ერთად დარწმუნებულია, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხს მოსკოვი საერთაშორისო სანქციებისგან გასათავისუფლებელ იარაღად იყენებს. ამერიკიდან რუსეთს საკვების ექსპორტის დაბლოკვაში ადანაშაულებენ და შანტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სასურსათო კრიზისის განმუხტვას ხვალ თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეეცდებიან.