რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ლუგანსკის ოლქი ინტენსიურად იბომბება.

სარაკეტო დარტყმების გამო ოლქში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება. იბომბება საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები. შედეგად ოლქში მდებარე ქალაქების დიდი ნაწილი სრულად განადგურებულია. განსაკუთრებით მძიმე სურათია სევერედონეცკსა და ლისიჩანსკში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ხარკოვიც. სულ უფრო იზრდება ევროპის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების მისაწოდებლად მზად არიან. ამ ფონზე ისმის მუქარა მოსკოვიდან. ხვალ რუსეთის პირველი დიპლომატი თურქეთში ჩადის. მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინული პორტების ბლოკადის შედეგად წარმოქმნილი გლობალური სასურსათო კრიზისია.