მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა, სადაც ცეცხლი არ წყდება.
ხვალ ომის დაწყებიდან სამი თვე გადის. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის ძირითადი სამიზნე დონეცკის და ლუგანსკის ოლქებია. უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრული ოკუპირების მიზნით რუსი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ. იბომბება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. კიევი დასავლეთისგან მეტ თავდაცვით სისტემას და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
რაც შეეხება მარიუპოლს – სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქს ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალები მთლიანად აკონტროლებენ, გაურკვეველია „აზოვსტალიდან“ გაყვანილი უკრაინელი სამხედროების ბედი – რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაყვანილი ტყვეების საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.