მარიუპოლთან ერთად საოკუპაციო ძალების ინტენსიური შეტევების სამიზნეა მთელი დონბასი.
ნადგურდება სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა – დონეცკი, ლუგანსკი, ხარკოვი, ხერსონი, ზაპოროჟიე საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია. გაძლიერებული შეტევების ფონზე უკრაინა დასავლეთიდან სულ უფრო მეტ დახმარებას იღებს. ოფიციალური კიევის პროგნოზით, ბრძოლის კიდევ უფრო რთული ფაზა ჯერ ისევ წინ არის. ომის დაწყებიდან ორთვენახევრის შემდეგ ჰუმანიტარულთან ერთად სახეზეა სასურსათო და ენერგოკრიზისი თავისი უმძიმესი შედეგებით. მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს პერსპექტივა სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ გამოვლენილი სასტიკი აგრესიის ფონზე სულ უფრო მცირდება.