მარიუპოლი არ ნებდება.
„აზოვის“ მებრძოლები ინტენსიური თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ. გაერო-ს მიერ შეთანხმებული საევაკუაციო გეგმის დახმარებით, დაბომბილი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი გაიყვანეს, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება ასეულობით დაჭრილი მებრძოლი, რომელიც „აზოვსტალის“ ჰოსპიტალზე მიტანილი ავიაიერიშის გამო ელემენტარულ სამედიცინო სერვისსაც კი ვერ იღებს და საფრთხის ქვეშ არის. საჭიროა მათი დაუყოვნებლივი გაყვანა. ქარხანაზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმების პარალელურად კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მოხდა ოდესაზე, რომელიც ბოლო ორ დღეში უკვე სამჯერ დაბომბეს. შარლ მიშელის შემდეგ უკრაინას გერმანიის და ნიდერლანდების პირველი დიპლომატები სტუმრობენ. სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების პარალელურად დღითიდღე მწვავდება სასურსათო კრიზისი, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადამ გამოიწვია.