რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკი დაიკავეს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია „რუსეთის ქვედანაყოფებმა ინტენსიური მოქმედებების შედეგად გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფება და დაიკავეს ტორეცკის აგლომერაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი და სტრატეგიული კვანძი“. ამასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის დასახლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ ძერჟინსკის სახელობის ქარხნის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ამ დასახლების რუსების მიერ დაკავება. უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ბრძოლა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინის მხარის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ დასახლების 20%-საკონტროლებენ, ხოლო რუსები წინსვლას მრავალრიცხოვანი სარეზერვო ძალების ხარჯზე ახერხებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია რთულია. დასახლება ნიუ-იორკი დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში, ქალაქ ტორეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ამ მიმართულებაზე შეტევა რუსეთმა 2024 წლის ზაფხულში წამოიწყო.