უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ტორეცკი. დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 122 სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტევები ძირითადად ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით განხორციელდა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმები საჰაერო და სახმელეთო რაკეტების, ასევე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ცხრა რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მხრიდან გაშვებული ცხრა რაკეტიდან ხუთი რაკეტა და ყველა „კამიკაძე“ დრონი გაანადგურა. რუსულმა მხარემ იერიში განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.