რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამით რუსეთი უკრაინას 53 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რაკეტისა და 48 დრონის ჩამოგდება მოახერხეს. რუსეთმა თავდასხმა დნეპრო-პეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის რეგიონებზე განახორციელა. საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის რეგიონის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.