რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამასთან, დაზიანდა 14 შენობა, მათ შორის შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება. ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით დაესხა თავს. ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი შესაძლებლობა ტერორისტული სახელმწიფოს საპასუხო დარტყმისთვის – სამხედრო, სანქციებთან დაკავშირებული, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა შესაძლებლობებით.