უკრაინაში საომარი მოქმედებები უკვე 61 დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილია. ყველაზე მძიმე ვითარება კი ისევ მარიუპოლშია, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ვერც დღეს მოხერხდა. გრძელდება ბრძოლა ხერსონსა და ზაპოროჟიეშიც. რთული ვითარების ფონზე შტატების სახელწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს დამატებით შეიარაღებას გადასცემს, რათა ამ ომში უკრაინის გამარჯვება გარანტირებული იყოს. თავის მხრივ უკან დახევას არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზეც კი ამ დრომდე უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის მეზობელ მოლდოვაში, კერძოდ კი დნესტრისპირეთში, რომელსაც კიშინიოვი ვერ აკონტროლებს.