რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 676-ე დღე.

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ერთი ბრიტანელი ჟურნალისტია. საოკუპაციო ძალამ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს ექვსზე მეტი დარტყმა მიაყენა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. პარალელურად, უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია 109 ადამიანი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაზარალდა.