უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა. ოკუპანტების ძირითადი სამიზნე ისევ ბახმუტი და ავდეევკა იყო, თუმცა უკრაინელებმა 21 შეტევის მოგერიება შეძლეს. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება. ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნეს, ათი მათგანი განეიტრალებულია.