უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსი სამხედრო ნაწილების გადაჯგუფების პროცესს დასრულებულად აცხადებს. კიევი რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან შეტევების გააქტიურებას ელოდება. ყირიმთან სახმელეთო გასასვლელის მოსაპოვებლად მთავარი სამიზნის, მარიუპოლის აღება ვერ ხერხდება – „აზოვი“ კონტრშეტევაზე გადავიდა. სწორედ მარიუპოლში ჩარჩენილ მოქალაქეებსა და ქალაქის დამცველებში გაცვლას ითხოვს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული და პუტინის მოკავშირედ მიჩნეული ვიქტორ მედვედჩუკი. უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მდებარე რამდენიმე დასახლებაზეც დაიბრუნეს კონტროლი. ბოლო ერთ დღეში რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქის ცენტრალურ უბანზე ავიაიერიში რამდენჯერმე მიიტანა. თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ დაიბომბა ლვოვიც. არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები.