რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის გამო, ქვეყნის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს, ერთის განადგურება უკრაინამ მოახერხა, ხოლო მეორე ერთ-ერთ საწარმოს მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, შენობები, მანქანები. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში გაანადგურეს მტრის 23 ტანკი, 23 საარტილერიო სისტემა და სხვა სამხედრო ტექნიკა.