რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული. რუსეთის სავასლეიკას აეროდრომიდან „მიგის“ ტოპის გამანადგურებლები აფრინდნენ. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ განგაშის სიგნალს. დილიდან ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. დაშავდა შვიდი ადამიანი. საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა, ასევე ორი საცხოვრებელი კორპუსი და წყლისა და გაზის სადენები. დაშავებულები ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მასშტაბური ღონისძიება სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო არ არის დაგეგმილი.

უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.