რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ხმელნიცკის რაიონის რამდენიმე სოფელზე, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 17 დრონიდან 15 განადგურებულია. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „გასულ ღამეს თავდასხმა განხორციელდა ჩრდილოეთის მიმართულებით „შაჰიდის“უპილოტო საფრენი აპარატებით. კურსკის რაიონიდან სულ 17 დრონი ისროლეს. საჰაერო ძალებმა მტრის 15 დრონის განადგურება შეძლეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.