რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის ემზადება.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალების გადაჯგუფებას დაახლებით 2-3 კვირა დასჭირდება. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის რუსეთის ყველა გეგმა ცნობილია. კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვს ომის გრძელვადიანი გეგმა არ აქვს და მხოლოდ რამდენიმე დღის ამოცანებით ხელმძღვანელობს. ახლა ყველაზე რთული ვითარება კვლავ მარიუპოლშია. უკრაინელი მებრძოლები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მათი წინააღმდეგობის დასაძლევად ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჯერ ამის დადასტურება ვერ ხერხდება. რთული ვითარების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავაც ევროპას მოუწოდებს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის განახლებამდე უკრაინას საჭირო შეიარაღება მიაწოდოს. თუმცა, რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებაზე ევროპაში ჯერ ერთიანი პოზიცია არ არის. რუსეთის პრეზიდენტი კი თავის მხრივ ამბობს, რომ ყველა ამოცანის შესრულებამდე უკრაინაში ომი არ შეჩერდება.