რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე დროულად აღმოაჩინეს და კიევთან მიახლოებისას გაანადგურეს. დრონების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. გასულ ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. სიგნალის ხმა ისმოდა დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, ჩერკასისა და კიევის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. უკრაინის არმიის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა რუსი დამპყრობლების მიერ დრონების და ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.