რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ოდესის ისტორიულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. ბორელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ უკრაინის განადგურების მცდელობისას რუსეთმა უკვე ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა. ოკუპანტებმა ოდესის ცენტრზე იერიში ღამით მიიტანეს. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი და ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის. მათი ნაწილი უკრაინულმა მხარემ გაანადგურა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურა.

ოდესაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა