რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში. რუსეთი სამხრეთ ოდესას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაესხა თავს. დაშავდა ორი ადამიანი. რაკეტები ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს მოხვდა და გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი. უკრაინული მხარის განცხადებით, მტრის რესურსების განადგურების პროცესი გრძელდება. პარალელურად, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცემს.