რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – ოკუპანტები ხარკოვს ერთ დღეში სამჯერ დაესხნენ თავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში რჩება. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.