რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხარკოვი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ზაპოროჟიეც, რომლის ერთ-ერთი რაიონიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საოკუპაციო ძალებთან ხუთ მიმართულებაზე, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთმა უკრაინას დარტყმები მიაყენა ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონებით, ფრთოსანი და საზენიტო რაკეტებითაც. ასევე განახორციელა 40-მდე საავიაციო დარტყმა. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ახლა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზეა მობილიზებული.