რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი ეწვია. კორეელი ლიდერი ქვეყანას მეუღლესთან ერთად სტუმრობს. მათ უკვე მოინახულეს ბუჩა და ირპენი – ის ქალაქები, რომლებიც ომის მიმდინარეობისას განსაკუთრებულად დაზარალდა და სამხედრო დანაშაულებისა და მასობრივი სამარხების ქალაქებად იქცა. კორეელი ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ზელენსკიმ კოლეგას უკრაინის ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.