რუსეთი ღამით „შაჰედის“ ტიპის ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს უკრაინას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინამ ოთხის ჩამოგდება მოახერხა. შეიარაღებულ ძალებში არ აკონკრეტებენ, რა ობიექტებზე ცდილობდნენ დარტყმას რუსული უპილოტო საფრენი აპარატები. პარალელურად, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიამ უკრაინას 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაუმტკიცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების პაკეტში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „პეტრიოტის“ ორი გამშვები დანადგარიც იქნება გათვალისწინებული. კანცლერის თქმით, აშშ-ის შემდეგ გერმანიაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყანა.