რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

„დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“. – ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადრე არასდროს თქმულა ნატოს წევრების მხრიდან სიტყვები: „თქვენ ხართ თანასწორები თანასწორთა შორის“, ახლა კი ყველას ესმის, რომ ეს ფაქტია. ზელენსკის განცხადებით, ამ ფაქტს აუცილებლად დაადასტურებენ გამარჯვებითა და ნატო-ში შესვლით.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, გასულ ღამეს, რუსებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ სართულზე ცეცხლი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად სხვა მისამართზე მყოფი 25-სართულიანი კორპუსის ფასადიც დაზიანდა, დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, ოდესისა და ხარკოვის გარდა.